• 10 06 2021
    • 2693 ნახვა
    თვალი და კოსმეტიკა

    თვალი და კოსმეტიკა

    უქმნის თუ არა საფრთხეს კოსმეტიკური საშუალებები თვალს და რა უნდა გავითვალისწინოთ თავის მოვლის საშუალებების გამოყენების დროს?!

    თვალი მხოლოდ სულის სარკე არ არის.თვალები განაპირობებენ  ადამიანის გარეგნულ. მომხიბვლელობას,ამიტომაც ვცდილობთ კოსმეტიკის საშუალებით ხაზი გავუსვათ და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ისინი,განსაკუთრებით ჩვენს რელობაში,როცა ნიღაბი  ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.იმისათვის რომ ლამაზადაც გამოვიყურებოდეთ და კოსმეტიკამ მხედველობის ორგანო არ დაგვიზიანოს,აუცილებელია რიგი წესების ცოდნა.

    1.ყურადღება მივაქციოთ კოსმეტიკური საშუალებების ვადას,განსაკუთრებით ეს იმათ ეხება,ვინც იშვიათად სარგებლობს მაკიაჟით. ასეთ შემთხვევებში,კოსმეტიკური საშუალება  ხანგრძლივად გამოიყენება.ეს კი ზრდის კოსმეტიკურ საშუალებებში მიკროორგანიზმების მოხვედრის ალბათობას.  ეკონომიურობა შესაძლოა ცუდად აისახოს მხედველობის ორგანოზე.

    2.დაუშვებელია სხვისი კოსმეტიკით სარგებლობა,თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანის.რადგან შესაძლოა მას კლინიკურად არ ჰქონდეს ჩივილები,მაგრამ იყოს ინფექციის გადამტანი.

    3.ახალი კოსმეტიკით სარგებლობის წინ აუცილებელი ტესტერის შეძენა.თუ ალერგიული ბრძანდებით, მხოლოდ ის კოსმეტიკა შეიძინეთ, რომლის ანოტაციაშიც აღნიშნულია-ჰიპოალერგიული.თუმცა გვახსოვდეს-არცერთი კოსმეტიკური პროდუქტი არ იძლევა 100% გარანტიას ალერგიული კომპონენტის არსებობაზე.ამიტომაც არის აუცილებელი ტესტერის შეძენა და დაკვირვება.

    4.თვალის მაკიაჟი დიდი სიფრთხილით და სიზუსტით უნდა გაკეთდეს.მაქსიმალურად დავიცვათ თვალი ტუშით და ფანქრით სარგებლობისას.ტუში მხოლოდ წამწამების გარეთა მესამედზე წავისვათ,შესაბამისად ფანქარიც ქუთუთოების ზედა ან ქვედა კიდეზე წამწამების ქვეშ. არავითარ შენთხვევაში არ ვიჩქაროთ,რომ შემთხვევით არ დავიზიანოთ რქოვანა ან კონიუნქტივა,რაც შესაძლოა ინფექციის წყარო გახდეს.

    5.კონტაქტური ლინზების მომხმარებლების საყურადღებოდ-აუცილებელია ლინზების მოხსნა მაკიაჟის როგორც  დადების,ასევე მოცილების დროს.განსაკუთრებით საშიშია დღეს ასე ტრენდული ბრჭყვიალა საშუალებები,რადგან ისინი შეიძლება ჩამოიყაროს,  მიეწებოს ლინზას და თვალის კაკლის მოძრაობის დროს გაკაწროს რქოვანა.

    6.თვალის მაკიაჟი უნდა ჩამოირეცხოს ძილის წინ წყლით ან სპეციალური საშუალებით.

    და კიდევ-თვალის გაღიზიანება შესაძლოა თმის შამპუნმაც გამოიწვიოს.განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თმის ლაკის გამოყენებისას.

    გვახსოვდეს,მხედველობა უმნიშვნელოვანესი გრძნობათა ორგანოა,რითაც სრულყოფილად შევიცნობთ სამყაროს, ამიტომ ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი – ლატავრა ჟღენტი