• 13 07 2017
    • 9631 ნახვა
    მზისგან გამოწვეული გამონაყარი ბავშვებში

    მზისგან გამოწვეული გამონაყარი ბავშვებში

    პატარების ორგანიზმს ხშირად უჭირთ ზაფხულის ცხელ დღეებთან შეგუება, რის გამოც სხეულზე ნასიცხი ჩნდება –
    ლაქების ან გამონაყარის სახით.
    მსგავსი შემთხვევები ხშირად მშობლებში პანიკის საფუძველია, თუმდა პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება სხეულის რომელ ნაწილზეა გამონაყარი.
    ნასიცხს ტანსაცმლით დაფარული ადგილებში – ზურგზე და მუცელზე შეხვდებით, წითელი ლაქები შეიძლება იყოს შესამჩნევი ასევე კისრის მიდამოებსა და მხრებზე.
    მსგავს გამონაყარს არავითარი კავშირი არ აქვს ალერგიასთან, ის ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ზამთარშიც გვხვდება, თუ გარემო სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს ზედმეტადაა გადახურებული.
    დასიცხვის დროს ვერ ხერხდება ოფლის გამოყოფა და ის კანქვეშ გროვდება, სწორედ ამის გამო ჩნდება ანთება ან გამონაყარი.
    მას შემდეგ რაც მშობელი დარწმუნდება, რომ გამონაყარი ვირუსულ ინფექციას არ წარმოადგენს, მისი მკურნალობა ძალიან მარტივია.
    გააგრილეთ ბავშვის სხეული, ჩააცვით მაქსიმალურად თხლად, დაბანეთ გრილი წყლით.
    თუ გამონაყარი თავისით არ ალაგდა და იწვევს ქავილს, მიმართეთ პედიატრს, რათა მოხდეს შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
    მარტივი რჩევები:

    • ხშირად გაანიავეთ ოთახი სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს;
    • აკონტროლეთ ტემპერატურა ოთახში, რომელშიც ბავშვი იძინებს;
    • ჰაერზე გაყვანის დროს ჩააცვით მაქსიმალურად თხლად,
    ყურადღებით შეარჩიეთ ბავშვის ტანსაცმელი, რომ კანი სუნთქავდეს