• 28 06 2017
    • 8745 ნახვა
    ბოჭორიშვილის კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა

    ბოჭორიშვილის კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. ყოფილი სეფსისის ცენტრი, კომპანია „ავერსის“ მართვაში გადავიდა 2014 წლის პირველი თებერვლიდან. შენობა ამორტიზირებული იყო და პირველივე დღიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

    დღეს კლინიკის სახელწოდება აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაა, რომელიც მრავალპროფილური გახდა. შენარჩუნებულია სახელოვანი ტრადიციები და ძველი, პროფესიონალი პერსონალი. თავდაპირველად კლინიკაში 150 თანამშრომელი მუშაობდა, ხოლო ამჟამად, 325 მუშაობს, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

    კლინიკა უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ამჟამად, კლინიკაში უახლესი მოდელის PHILIPS-ის კომპიუტერული ტომოგრაფი, SHIMADZU-ს ციფრული რენტდგენი, GENERAL ELECTRIC-ის ექოსკოპიის აპარატი ფუნქციონირებს.

    მთლიანად განახლებულია პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური, რეანიმაციული დეპარტამენტები. ასევე, ორი საოპერაციო და ემერჯენსის განყოფილება.

    უახლეს პერიოდში კლინიკას გადაუდებელი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტები დაემატება. კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის ყველა პროგრამაშია ჩართული.

     

    „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში“ დღემდე, 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც კომპანია „ავერსი–ფარმამ“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით გაიღო

    თბილისში თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი კლინიკა გაიხსნა

    თბილისს თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი სამკურნალო დაწესებულება შეემატა, – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური, უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.
    გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილი ჰოსპიტალი.
    „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ამ პარტნიორობამ მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
    მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ კლინიკა ღვაწლმოსილი და საამაყო ადამიანის – ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს ატარებს.
    „მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდეს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კლინიკაში ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მინდა, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ადამიანები და ადამიანური რესურსი განსაზღვრავს ყოველთვის კლინიკის წარმატებას“, – განაცხადა პრემიერმა.
    კლინიკის განახლებისთვის 15 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია კომპანია „ავერსი–ფარმამ“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახორციელა.
    მთავრობის მეთაური ასევე გაესაუბრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კლინიკის ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ. პრემიერმა აქციის მონაწილეებს რამდენიმე ადამიანის გამოყოფა სთხოვა, რომლებსაც დღეს შეხვდება და მათთან პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავს.
    „სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მოძებნოს. ეს ისეთი სფეროა, რომ დღეს არც სახელმწიფოს ცალკე და არც კერძო სექტორს არ შეუძლია ცალკე რამე გააკეთოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ იყოს დაკარგული და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია თანამედროვე ძალიან მაღალპროფესიონალი ექიმების სახით, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

    #ჯანდაცვა2017

    Posted by Giorgi Kvirikashvili on Tuesday, June 6, 2017