აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
29 მარტს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია გამართა. კონფერენცია დიდი ქართველი მეცნიერის, ექიმის, საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბოჭორიშვილის დაბადებიდან 94-ე წლისთავს მიეძღვნა.
სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა კონფერენციაზე 21 მოხსენება წარადგინეს. მათ დამსწრეებს – ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, თერაპევტებს, ინფექციონისტებს, გინეკოლოგებს, ქირურგებსა და რეანიმატოლოგებს, – ინფექციურ დაავადებათა მართვის აქტუალური საკითხები გააცნეს, საკუთარი ცოდნა და საინტერესო კლინიკური შემთხვევები გაუზიარეს.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბატონი აკაკი ზოიძე, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის ტრადიციად დამკვიდრებაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას პროფესიული განვითარების კუთხით.
კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ სტუმრებს კლინიკის ტრადიციები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო.