5 ფაქტი საკვებით გამოწვეული ალერგიის შესახებ! 🍱
✅კვებითი ალერგიის დაახლოებით 90%-ის გამომწვევია: კვერცხი, რძე, არაქისი, თხილი, თევზი, მოლუსკები, ხორბალი, სოიო.
✅კვებითი ალერგია ვლინდება საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთიდან ორ საათში.
✅ბავშვებში ყველაზე ხშირად ალერგია ვლინდება რძეზე, კვერცხზე და არაქისზე. მოზრდილებში ხილზე, ბოსტნეულზე, თევზზე, მოლუსკებზე, თხილზე.
✅არაქისი ერთადერთი საკვებია, რომლის მიმართ როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებსაც აქვთ ალერგიული რეაქციები.
✅მიუხედავად იმისა, რომ არაქისი პარკოსანი მცენარეა, მის მიმართ ალერგიის მქონე პირს, შესაძლოა ჯვარედინი რეაქცია ჰქონდეს თხილზე, ნიგოზზე, ნუშზე.
პ.ს – კვების პროდუქტების მწარმოებელი ვალდებულია ეტიკეტზე დაიტანოს ალერგიის შესახებ ინფორმაცია, თუ მათი პროდუქცია შეიცავს რძეს, კვერცხს, სოიოს, არაქისს,თხილს,თევზს, მოლუსკებს