• 04 10 2018
    • 3300 ნახვა
    ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

    ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

    1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საფუძველი 1990 წელს ჩაეყარა. სწორედ 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

    ხანდაზმულთა დღე აღინიშნა საქართველოშიც, პენსიონერთა კავშირის ინიციატივიცთ თბილისში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც 600-მდე პენსიონერი ესწრებოდა. სხვა და სხვა კომპანიებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ხანდაზმულებს გადასცეს საჩუქრები, მათ შორის იყო აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაც. კლინიკის ინიციატივით პენსიონერთათვის შემუშავდა სპეციალური მომსახურების პირობები, რაც ითვალისწინებს როგორც უფასო კონსულტაციებს, ასევე ფასდაკლებებს გამოკვლევებზე.

    დიდი მადლობა პენსიონერთა კავშირს თანამშრომლობისთვის. თითოეულ ხანდაზმულს კი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.