• 28 06 2017
    • 9103 ნახვა
    ყივანახველა

    ყივანახველა

    ყივანახველა – სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, მისი გამომწვევია ბაქტერია Bordetella pertussis. ინფექცია ძირითადად გავრცელებულია 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც ჯერ არ არიან აცრილები, ასევე 11-18 წლამდე მოზარდებში, როდესაც ვაქცინაციის მოქმედების დამცველობითი პერიოდი მთავრდება.

    თავდაპირველად ყივანახველას სიმპტომები იგივეა რაც ჩვეულებრივი გაცივების. მისი დამახასიათებელია –
    ტემპერატურის მატება, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება და ხველა.
    7-10 დღის შემდეგ ხველა მძაფრდება და იკვეთება ყივანახველას ნიშნები.
    ვინაიდან მსგავს შემთხვევაში ხველა მშრალია და არ გამოიყოფა ლორწო, შეტევითი მოვლენები 1 წუთამდეც გრძელდება. როდესაც ადამიანი ცდილობს ორგანიზმს მიაწოდოს ჟანგბადი, ხდება სპაზმური ჩასუნთქვა – რეპრეზი.
    ჩვილებში ყივანახველა შესაძლებელია ხველის გარეშე მიმდინარეობდეს, თუმცა შეტევითი მოვლენებისას, როდესაც ჰაერის საკმარისი რაოდენობა არ მიეწოდება ორგანიზმს, შეიძლება ღებინების გამომწვევი იყოს.

    ყივანახველა საკმაოდ საშიშია პატარებში, განსაკუთრებით 6 თვემდე ბავშვებში, სწორედ ამიტომ ხშირ შემთხვევაში რეკომენდირებულია სტაციონარული მკურნალობა.
    საყურადღებოა ასევე 18 თვემდე ბავშვები, ვინაიდან სპაზმურმა ხველამ შეიძლება სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოს.

    ხველების და ცემინების დროს გამოყოფილი ბაქტერია მარტივად ვრცელდება ჰაერში და შესაბამისად ინფექციის გავრცელების წყაროა ავადმყოფი.
    ყივანახველას განგრძლივობა შესაძლებელია 3 დან 6 კვირამდე იყოს.