• 23 10 2018
    • 4394 ნახვა
    სიახლე ბოჭორიშვილის კლინიკაში

    სიახლე ბოჭორიშვილის კლინიკაში

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში გაიხსნა ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ინსტუმენტებით.
    დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტრავმატოლოგ – ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ლევან თავბერიძე.

    კლინიკა გთავაზოთ შემდეგი სახის მომსახურებას:

    • მსხვილ სახსართა ენდოპროტეზირება (მენჯ-ბარძაყის, მუხლის, იდაყვისა და მხრის სახსარი);
    • მწვავე ტრავმა;
    • შეცდომებისა და გართულებების სარევიზიო ქირურგია;
    • პოლიტრავმა: აღდგენითი და რეკონსტრუქციული ოპერაციები;
    • მენჯის მოტეხილობათა ქირურგია;
    • კიდურების დაგრძელება ვაგნერის მეთოდით;
    • გრძელი ძვლების დიაფიზარული, ინფიცირებული დეფექტების კომპლექსური მკურნალობა – კან-კუნთოვან-ძვლოვანი პლასტიკის მიკროქირურგიული მეთოდების გამოყენებით;
    • ცეცხლნასროლი მოტეხილობების რეკონსტრუქციული ქირურგია;
    • ენდოპროტეზირებების შემდგომი პერიპროტეზული ინფექციების სარევიზიო ქირურგია