• 20 09 2018
    • 3488 ნახვა
    საქველმოქმედო აქცია

    საქველმოქმედო აქცია

    13 სექტემბერს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბენეფიციარებისთვის აქცია გამართა. თბილისის სოციალური ცენტრის ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მაღალკვალიფიციური ექიმების: კარდიოლოგის, ნევროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის და რადიოლოგის უფასო კონსულტაციებით და გამოკვლევებით.
    თითოეულ მათგანს საჭიროებისამებრ გაუკეთდა ელექტროკარდიოგრამა, გულის და მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევები, გადაეცა მედიკამენტები და მიეცა შესაბამისი დანიშნულება.

    ბოჭორიშვილის კლინიკა მადლობას უხდის ექიმებს გაწეული შრომისთვის. ასევე დიდი მადლობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, თბილისის სოციალურ ცენტრს და მოხალისეებს თანამშრომლობისთვის.

    ჩვენი კლინიკა ზრუნავს მოსახლეობაზე და მომავალში კვლავ გეგმავს მსგავსი აქციების ჩატარებას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.