აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა 1979 წელს დაარსდა, თავდაპირველად სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სახელით, რაც იმ დროისთვის ინოვატორული იყო მთელს საბჭოთა კავშირში.
გამოცდილ ექიმთა კონსულტაციით მოხერხდა ის, რომ საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65%-დან 5%-მდე შემცირდა.
გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის 1984 წელს, ცენტრის დამაარსებლებმა მიიღეს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1987 წელს კლინიკა განთავსდა სპეციალურად აშენებულ ხუთსართულიან შენობაში. დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა განახლებული სახით კვლავ იმავე შენობაში, ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში მდებარეობს.
მრავალპროფილური, სრულიად განახლებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა 24 საათის განმავლობაში მოემსახურება პაციენტებს.
ბოჭორიშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში წარმოდგენილია:
• ემერჯენსი
• პედიატრია
• მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტი I
• მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტი II
• ჩირქოვანი ქირურგია
• ზოგადი ქირურგია
• ყბა-სახის ქირურგია
• გინეკოლოგია
• კარდიოინტენსიური თერაპია
• ნევროლოგია
• ტრავმატოლოგია
• ანგიოლოგია
• პლასტიკური ქირურგია
• ბავშვთა ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია
• მოზრდილთა ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია
• ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტი
• ამბულატორია
• რადიოლოგია
• ენდოსკოპია
• კლინიკური ლაბორატორია
• მიკრო-ბიოლოგიური ლაბორატორია