კვებითი ინტოქსიკაცია
ზაფხულის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის ინფექციები, მნიშვნელოვნად იმატებს კვებითი ინტოქსიკაციის პროცენტული მაჩვენებელი.
საკვებით მოწამლვის ნიშნები მისი მიღებიდან 2-48 საათის შემდეგ ვლინდება. ინტოქსიკაციის დამახასიათებელა: მუცლის არეში მოვლითი ხასიათის ტკივილი, ზოგჯერ სპაზმებით. გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთებისა და თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, ტემპერატურის მატება.
კვებითი ინტოქსიკაცია ძირითადად თავისით 2-3 დღეში გადის, მაგრამ თუ მდგომარეობა გართულდა აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. არ მიმართოთ თვითნებურ მკურნალობას და არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე, ვინაიდან მათ შეუძლიათ ნაწლავთა მიკროფლორას შეუცვალოს შემადგენლობა.
დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მისი წარმოშობის მიზეზზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზმის გაუწყლოებისგან დაცვა და ჩვეულებრივ სითხესთან ერთად რეჰიდრატაციული სითხის ანუ ელექტროლიტური ხსნარის მიღებაც.
ინტოქსიკაციისგან თავის დასაცავად ხშირად დაიბანეთ ხელები, აუცილებლად გაეცანით პროდუქტის შენახვის პირობებს, არ გააჩეროთ მზა კერძი ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტი დროით, გამდინარე წყალში გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, ცალ-ცალკე შეინახეთ უმი და მზა პროდუქტები. ყოველივე ეს საგრძნობლად შეამცირებს კვებითი ინტოქსიკაიის რისკს.