• 09 08 2017
    • 15369 ნახვა
    დიზენტერია

    დიზენტერია

    ტერმინი დიზენტერია ჰიპოკრატემ შემოიღო, ბერძნულად დის – დარღვევას, აშლილობას ნიშნავს, ხოლო ენტერონ -დაწლავს.

    დიზენტერია ინფექციური დაავადებაა, მისი დამახასიათებელია საერთო ინტოქსიკაცია ტემპერატურის მომატებით, მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, სისხლიანი დიარეით. ის წარმოადგენს შიგელას გვარის მიკრობებით გამოწვეულ ზოგად ინფექციურ დაავადებას.

    ინფექციის წყაროა დიზენტერიით დაავადებული და ბაქტერიამატარებელი. დიზინტერია დაბინძურებული საკვების, წყლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით ვრცელდება. მას ასევე ჭუჭყიანი ხელების დაავადებასაც უწოდებენ, რადგან დაავადების ალბათობა იმატებს პირადი და კვებთი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში.

    მწვავე დიზენტერია ხშირად იწყება შემცივნებით, ძვლებში ტეხის შეგრძნებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, ტემპერატურის მატებით, მუცლის ძლიერი, მოვლითი ტკივილით, შესაძლებელია გულისრევა და ღებინება. განავალში ჩნდება ლორწო, შემდეგ – სისხლი, მოგვიანებით კი ჩირქი. გახშირებულია დეფეკაცია.
    ავადმყოფს შეიძლება აღებიშნოს კანის და პირის სიმშრალე, არტერიული წნევის დაქვეითება, ცრუ ჭინთვები, შესაძლებელია ენამ იცვალოს ფერი და გახდეს მოყავისფრო.
    მაღალი ცხელება 3-6 დღემდე გრძელდება და შეიძლება 40 გრადუსს მიაღწიოს, თუმცა ასევე დასაშვებია დაავადებულ ადამიანს ტემპერატურატურის მატება არ აწუხებდეს.
    დიზენტერიის საინკუბაციო პერიოდი 1-7 დღეა.

    დიზენტერიის გართულებებიდან ყველაზე ხშირია ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, ინფექციურ-ტოქსიკური ენცეფალოპათია, ნაწლავის პერფორაცია, პერიტონიტი, პნევმონია.

    ადამიანის სიცოცხლეს რომ არ შეექმნას საფრხე, პირველ რიგში უნდა მოხდეს დაავადების იდენტიფიცირება, ვინაიდან დიზინტერიის მსგავსი სიმპტომები შესაძლებელია სხვა დაავადებებსაც ქონდეს.
    დიზინტერიის დადგების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის უმოკლეს პერიოდში დაწყება.
    გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია!