• 19 10 2022
    • 2571 ნახვა
    გრიპის ვაქცინაცია!!

    გრიპის ვაქცინაცია!!

    ზამთარი გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპისა და გაციების რისკები იმატებს. იმისთვის რომ თავი აარიდოთ რესპირატორულ ვირუსებს, საუკეთესო გამოსავალი სწორედ აცრააა.
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლნიკაში გეძლევათ შესაძლებლობა აიცრათ ნიდერლანდური წარმოების უახლესი ვაქცინით
    Influvac Tetra 2022, რომელიც დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაში.
    ვაქცინაცია არ ნიშნავს მკურნალობას, ის მხოლოდ პრევენციაა თავი ავარიდოთ მძიმე შედეგებს.
    ვინაიდან ყოველ სეზონზე გრიპის ახალი შტამი ვლინდება ვაქცინის გაკეთება აუცილებელია ყოველწლიურად.
    ვაქცინაცია აუცილებელია მათთვის ვინც არის ხანდაზმული ან აქვს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, როგორიცაა – დიაბეტი, გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ასევე რეკომენდებულია 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის.
    არ გადადო, აიცერი დროულად და მშვიდად შეხვდი ზამთარს.
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლნიკაში ვაქცინაცია შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს 09.30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (032) 2 312 112
    მისამართი: ალ.ყაზბეგის 16