• 24 08 2017
    • 7974 ნახვა
    ბრუცელოზი

    ბრუცელოზი

    ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, მისი დამახასიათებელია ზოგადი ინტოქსიკაცია, ცხელება, გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი აპატარის, ნერვული და სასქესო სისტემის დაზიანება, თუმცა მას შეუძლია დააზიანოს ნებისმიერი ორგანო.

    ბრუცელოზის მოსახლეობაში გავრცელება დამოკიდებულია ცხოველების ავადობის სიხშირეზე. პირუტყვში შესაძლებელია დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან გამოვლინდეს მხოლოდ ცხელებით.

    ხშირ შემთხვევაში ადამიანის დასნებოვნება ბრუცელოზით დაავადებული საქონლიდან შეხებისას ხდება, ასევე რძის პროდუქტების და ხორცის არათერმულად დამუშავებისას.
    დაავადების გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება მთელს ორგანიზმში, იწვევს ალერგოპათიასა და კერების ფორმირებას სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებში.
    ასევე არის შემთხევები როდესაც დაავადება ადამიანზე ცხვრების ნაკლებად დამუშავებული მატყლის მეშვეობით გადადის.
    აღსანიშნავია რომ ბრუცელოზი შეუძლია გამოიწვიოს თვითნებურმა აბორტმაც.

    ბრუცელოზი ფატალურ შედეგს თითქმის არ იწვევს. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმა განკურნებადია. ცხელების ერთი ან რამდენიმე ტალღის შემდეგ ავადმყოფი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდეს, მაგრამ რეჟიმის დარღვევისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში გამორიცხული არ არის ინფექციის გააქტიურება.
    ბრუცელოზის კლინიკა მეტად მრავალფეროვანია. მწვავე ფორმის შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 7-50 დღე გრძელდება. შემდეგ იწყება დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტალღისებრი მიმდინარეობა, გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. დაავადების დასაწყისში ვლინდება სამი უხშირესი დამახასიათებელი ნიშანი: ცხელება, შემცივნება და ოფლიანობა. ავადმყოფი უჩივის ტკივილს კუნთების, მსხვილი სახსრების არეში და ნერვების გასწვრივ. სახე და კისრის არე უწითლდება, ეუფლება ეიფორია.

    აღსანიშნავია, რომ ბრუცელოზის დროს სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 39-40- მდე მოიმატოს, თუმცა დაავადებულს სრულიად არ ქონდეს ამის შეგრძნება და თავს კარგად გრძნობდეს.

    მაღალი ცხელება 5-8 დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება, შემდეგ ტემპერატურა თანდათან ნორმას უბრუნდება და დგება რემისიის პერიოდი, რომელსაც კვლავ გამწვავება ცვლის.
    შეტევა შესაძლოა 5-8-ჯერ გამეორდეს. თუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაგვიანდა დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება.