ბოტულიზმი
ბოტულიზმი საკმაოდ მძიმე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა,მისი გამომწვევი ბაქტერია გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას.
ბაქტერია ბინადრობს ცხოველების, ფრინველების და თევზის ნაწლავებში, მისი გამოყოფა ხდება განავალთან ერთად, რის შედეგადაც ხვდება ნიადაგსა და წყალში. ამის შემდეგ ის იკეთებს სქელ, მკვრივ გარსს, რაც საშუალებას აძლევს დიდხანს გაძლოს. შესაბამისად ხდება ნიადაგის დაბინძურება და ბაქტერია აღწევს საკვებ პროდუქტში, სადაც მრავლდება და გამოიმუშავებს შხამს.
ბოტულიზმის გავრცელების მიზეზად ხშირ შემთხვევაში სახლის პირობებში დამზადებული კონსერვები ითვლება, რომელსაც სწორედ ზაფხულის პერიოდში ამზადებენ და ინახავენ. ასევე რისკის ჯგუფს მიეკუთვნება შებოლილი პროდუქტები თუ არ ხდება მათი სათანადო დამუშავება.
არსებობს ბოტულიზმის შვიდი ანტიგენური ტიპი: A, B, C, D, E, F, G – რომელთაგან ადამიანს მხოლოდ ოთხი – A, B, E, F ტიპები შეიძლება დაემართოს.
დაავადების სიმპტომებია: საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი, გულის რევა და ღებინება, მხედველობის გაორება, ყლაპვის გაძლენება, პირის სიმშრალე, ქუთუთოების დაწევა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამბლა.
საკვებისმიერი ბოტულიზმის სიმპტომები თავს იჩენს 18-36 საათიშ შემდეგ. შესაძლებელია მისი გამოვლენა მოხდეს უფრო ხანმოკლე დროშიც და ასევე უფრო გვიან – ორი კვირის მანძილზე.
მნიშვნელოვანია ბოტულიზმზე საეჭვო ყველა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა.
დიაგნოზის დადასტურებამდე კი რეკომენდირებულია პოლივალენტური შრატის გაკეთება.
აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა 10-12 დღის განმავლობაში.
რეკომენდაცია:
რადგან ბოტულიზმის გამომწვევი ვეგეტაციური ფორმები ვერ უძლებს დუღილს, ოჯახში მომზადებული საკვები აუცილებლად წამოადუღეღეთ 15 წუთის მანძილზე.