• 18 08 2017
    • 5784 ნახვა
    ადენორივუსული ინფექცია

    ადენორივუსული ინფექცია

    ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზების და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა. მას ახასიათებს ნაწლავების ლორწოვანი გარსის და ლიმფოიდური ქსოვილების დაზიანება. მომდინარეობს ზომიერი ინტოქსიკაციის მოვლენებით.

    ადენოვირუსული დაავადება გვხვდება ყველგან, როგორც ერთეული შემთხვევების ასევე ლოკალური აფეთქებების სახით. 
    აფეთქება ძირითადად ბავშვთა კოლექტივებში აღინიშნება. პატარებში მწვავე რესპირაციულ დაავადება 15-20 % – ს შეადგენს, ხოლო მოზრდილებში 3 % – ს.

    ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც ცხვირ-ხახის ლორწოთი და განავლით გამოყოფს ვირუსს.
    ავადმყოფი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების 5-6 დღეს, თუმცა ვირუსის გამოყოფა შესაძლებელია 2-3 კვირასაც გაგრძელდეს.

    ინფექცია გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ზაფხულში ადენოვირუსული დაავადების კერატოკონიუნქტივური ფორმების არსებობა საცურაო აუზებში ინფექციის გავრცელებაზე მიუთითებს.

    ინკუბაციური პერიოდი 4-12 დღეა, საშუალოდ 5-6 დღე. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, თავის, სახსრების და კუნთების ტკივილით, საერთო სისუსტით.
    ინტოქსიკაციის მოვლენები გამოხატულია უმნიშვნელოდ ან ზომიერად.
    დაავადების დასაწყისში ავადმყოფს სახე წამოწითლებული აქვს, შემდეგ ფერმკრთალი. სკლერები ინიცირებულია, პირველ დღეებში დამახასიათებელია კატარული მოვლენები: ცხვირის ლოწოვანის შეშუპების და რინორეის გამო ვხვირით სუნთქვა გაძნელებულია.

    სასუნთქი გზების დაზიანებასთან ერთად, დაავადების პირველ დღეებში ვითარდება კონიუქტივიტი.
    დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. იყენებენ სიმპტომურ და პათოგენოზურ საშუალებებს. მძიმე ფორმების შემთხვევაში გამოიყენება იმუნური პრეპატარები.